წესები და პირობები
1. ზოგადი ინფორმაცია
Kefi-ს ონლაინ მაღაზიაში (ი.მ პირტახია ქეთევანი, ს.კ 39001042103) შესვლით, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ, სანამ შეკვეთას გააფორმებთ.
2. პროდუქცია
ჩვენ ვყიდით წყალგამძლე და უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ ჩარმებს, სამაჯურებსა და ყელსაბამებს. თითოეული პროდუქტი ატვირთულია საიტზე ფოტოებად და აღწერილია დეტალურად.
3. ფასები
ყველა პროდუქტის ფასი მითითებულია ლარებში და მოიცავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
4. შეკვეთის გაფორმება
თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია Kefi-ს ვებსაიტზე, ამისთვის საჭიროა (მაგრამ არა მხოლოდ): თქვენი საბარათე მონაცემები, ბარათის ვადის გასვლის თარიღი, მისამართი და მიწოდებისთვის აუცილებელი დეტალები. ამ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ ლეგალური უფლება გამოიყენოთ თქვენ მიერ მითითებული გადახდის მეთოდი და რომ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, სრულყოფილი და ჭეშმარიტი.
გადახდების უსაფრთხოდ დასამუშავებლად შესაძლოა ვიყენებდეთ სანდო მესამე მხარის გადახდის სერვისს. თქვენი მონაცემების მოწოდებით, თანხმობას გვაძლევთ, რომ ეს ინფორმაცია გავუზიაროთ შესაბამის კომპანიას ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
Kefi იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს უარი თქვას ან გააუქმოს შეკვეთა შემდეგი მიზეზებით:
-
პროდუქტის დროებითი ან საბოლოო არ ქონა
-
ფასის ან აღწერის შეცდომა
-
შეკვეთაში არსებული უზუსტობა
-
თაღლითური ან უნებართვო ქმედების ეჭვის არსებობა
ჩვენ ვალდებულნი ვართ უზრუნველვყოთ სამართლიანი და უსაფრთხო გარემო თითოეული მომხმარებლისთვის!
4. შეკვეთა და მიტანა
-
შეკვეთების მიტანა ხორციელდება საქართველოს მასშტაბით;
-
თბილისში მიტანა ხდება შეკვეთის გაფორმებიდან მეორე დღეს;
-
რეგიონებში მიტანა ხდება 2-3 სამუშაო დღეში;
შეკვეთის შემდეგ კურიერი დაგიკავშირდებათ მიწოდების დღეს, დეტალების დასაზუსტებლად. არასწორი ნომრის ან მისამართის შემთხვევაში, შეკვეთის მიწოდება გადაიდება და დამატებითი საკურიერო გადასახადი შესაძლებლოა დაემატოს.
თუ გსურთ შეცვალოთ მისამართი ან საკონტაქტო ნომერი გადახდის შემდეგ, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ინსტაგრამზე, საიტის ჩათში ან ელ.ფოსტაზე (thekefige@gmail.com)
5. შეკვეთის გაუქმება
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 12 საათის განმავლობაში. თანხა დაგიბრუნდებათ შეკვეთის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
6. გაცვლა და დაბრუნება
-
ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ქარხნული წუნი აქვს. ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯს ვფარავთ ჩვენ.
-
გაცვლის შემთხვევაში, მომხმარებელი ფარავს საკურიერო გადასახადს; რეგიონებიდან შეკვეთილი პროდუქციის შემთხვევაში— 8₾, თბილისში — 6₾
7. კონფიდენციალურობა
თქვენი პირადი მონაცემები (მათ შორის ელფოსტა და ტელეფონის ნომერი) დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა უკვე ჩამოთვლილი სერვისის კომპანიებისა.
8. კონტენტი
ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელი განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს Kefi-ის საკუთრებას. კონტენტის გამოყენება პირადი კომერციული მიზნებისთვის არის აკრძალული.
9. საკონტაქტო ინფორმაცია
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან პრობლემა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ინსტაგრამზე, საიტის ჩათში ან ელ.ფოსტაზე.
